პროდუქტები
ისტორია
ჩვენი ისტორია დიდი ხნის წინ ჩრდილოეთ იტალიის პატარა სოფელში დაიწყო, და დაკავშირებულია კაცთან სახელად ანტონიო „ნინო“ ბალდისა და მის უსაზღვრო ვნებასთან ფეხსაცმელების მიმართ. ის დაახლოებით ნახევარი საუკუნის განმავლობაში „ჯადოქრობდა“ თავის მცირე სახელოსნოში "Scarpe di Nino" და ყოველთვის ამბობდა: "ფეხსაცმელები ადამიანზე ბევრს ამბობენ, ამიტომ ატარე კარგი ფეხსაცმელი.“
2005 წელს ნინოს, ბაბუის ვნებით გამსჭვალულმა, შვილიშვილებმა გადაწყვიტეს გაეხსნათ ფეხსაცმლის კომპანია, რომელსაც ექნებოდა უფრო გლობალური ხედვა. ლონდონში არსებულ საინვესტიციო კომპანიასთან პარტნიორობით ბალდიმ დაიწყო ნაბიჯების გადადგმა ახალ საერთაშორისო ბაზრებზე.
დღეს, ბალდი ლონდონი არის ახალგაზრდა და ამბიციური ბრენდი, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს შეუდარებელ სავაჭრო გამოცდილებას და ყველაზე საინტერესო ტენდენციებისა და სტილის ყველაზე ცხელ არჩევანს. იგი მიმართულია თანამედროვე მოდის ფეხსაცმლის, აქსესუარების და ტანსაცმლის საუკეთესო ხარისხისა და ფასის შეხამებისკენ. დღევანდელი ბალდი ლონდონს ფესვები იტალიაში ჩაეყარა და დღემდე განაგრძობს ზრდას, როგორც დიდი საერთაშორისო ბრენდი თანამედროვე მოდური ფეხსაცმლის ბაზარზე.
ჩვენი მისია
ეს მარტივია - ნახეთ, ჩვენი მომხმარებლები თავდაჯერებულები დასეირნობენ, რადგნაც კარგად გამოიყურებიან დასრულდება მათი ყველა მოთხოვნა და საჭიროება. ჩვენი მიზანია, რომ ბრენდი გახდეს მომხმარებლის გარდერობისა და ცხოვრების სტილის მნიშვნელოვანი ნაწილი.
ჩვენი ფილოსოფია
ჩვენ, ბალდიში გვჯერა, რომ კარგმა ღიმილმა და ლამაზმა ფეხსაცმელმა ცხოვრება შეცვალოს. ასე რომ, ჩვენ ორიენტირებული ვართ შეიცვალოს ჩვენი მომხმარებლის ცხოვრება თუნდაც ლამაზი ფიეხსაცმლით. იცვლება მოდა, იცვლება ვაჭრობა, ჩვენი მიზანი კი, გვყავდეს ბედნიერი მომხმარებელი, უცვლელი რჩება.
ვრცლად
დაჯავშნა